შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ჩიჩუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1976 წელს. 1978 წლიდან - თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საგეგმო კომისიაში ეკონომისტი, უფროსი ეკონომისტი, განყოფილების უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი; 1982 წლიდან - საქართველოს გაზიფიკაციისა და სათბობის სახელმწიფო კომიტეტში სარევიზიო სამმართველოს უფროსი; 1992 წლიდან - საქართველოს კონტროლის პალატის ქვემო ქართლის თავმჯდომარის მოადგილე; 1995-1998წწ. - ქვემო ქართლის პრეზიდენტის რწმუნებულის პირველი მოადგილე; 1998-1999წწ. - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე; 1999-2000წწ. - სს "საქგაზის" გენერალური დირექტორი; 2005 წლიდან - სს "საქრუსენერგოს" კომერციული სამსახურის უფროსი; 2006 წლიდან - გენერალური დირექტორის მოადგილე. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.384
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |