The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ენვერ ჩიჩუა

ენვერ ჩიჩუა
დაბადების თარიღი:22 ნოემბერი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1974 წელს.

1971 წლიდან - "საქენერგოს" თბილისის თბოქსელის ქიმიური საამქროს ზეინკალი; 1974-1978წწ. - "საქენერგოგაწყობა", ინჟინერი; 1978-2002წწ. - ენერგოსისტემის დისპეტჩერი, უფროსი დისპეტჩერი, "საქმთავარენერგოს" სადისპეტჩერო სამსახურის უფროსი, "ელექტროდისპეტჩერიზაცია - 2000"-ის ჩამოყალიბების შემდეგ, სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობები ტექნიკური კუთხით; 2003-2005წწ. - საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ანგარიშსწორებისა და ბალანსების განყოფილების უფროსი; 2005-2007წწ. - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსი; 2007 წლიდან - შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" (სსე) ტექნიკური აღმასრულებელი დირექტორი, ხოლო რეაბილიტაციის რეჟიმში გადასვლის შემდეგ, მმართველთა საბჭოს წევრი; 2008 წლიდან - სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური მენეჯერი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.384


გააზიარე: