შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ჩიჩუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცაგერი. დაამთავრა ბათუმის კომუნალური ტექნიკუმი ტექნიკოს-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1934 წელს. მუშაობდა ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ N429-ე ქარხანაში თბოსადგურის მორიგე ტექნიკოსად, მორიგე ინჟინრად, უფროს ტექნიკოსად; 1941 წლიდან - N6 საამქროს მთავარი ინჟინერი, უფროსი; 1945 წლიდან - მთავარი ენერგეტიკის განყოფილების უფროსი ინჟინერი; 1949 წლიდან - ქარხნის მთავარი ენერგეტიკოსი; 1950 წლიდან - "საქენერგოგასაღების" მთავარი ინსპექტორი; 1952 წლიდან - "საქენერგოს" ბათუმის ენერგოგასაღების ენერგოზედამხედველობის სამსახურის უფროსი; 1960 წლიდან - თბილისი, "საქმთავარენერგოს" ენერგოზედამხედველობის ინსპექციის ინჟინერი; 1965 წლიდან - ამავე სამსახურის უფროსი; 1971-1979წწ. - "საქმთავარენერგოს" ენერგოგასაღების დირექტორი; 1979-1982წწ. - "საქმთავარენერგოს" სოფლისა და კომუნალური ქსელების სამსახურის უფროსი; 1982 წლიდან - იმავე სამსახურის სექტორის უფროსი, გამანაწილებელი ქსელების ექსპლუატაციისა და რემონტის სექტორის ინჟინერი. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები და მადლობები, 1966 და 1976 წლებში დაჯილდოვდა "საბჭოთა კავშირის ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის წარჩინებულის" დიპლომებით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.384-385 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |