Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მამუკა ვაზაგაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1979 წელს; მოსკოვის ელექტრო-მანქანათმშენებლობის ინსტიტუტის ასპირანტურა 1985 წელს. 1979 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრაზე, სადაც გაიარა გზა ლაბორანტიდან დოცენტის თანამდებობამდე; 1974-1982წწ. იყო თბილისისა და საბჭოთა კავშირის მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი. მონაწილეობდა ევროპისა და მსოფლიოს საერთაშორისო შეჯიბრებებში; 1991-1993წწ. მონაწილეობდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში საქართველოს მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებში; იყო ცხინვალისა და ხობის კომენდატი. მონაწილეობდა საქართველოს, ცხინვალსა და რუსეთს შორის მიმდინარე სამმხრივ მოლაპარაკებებში, როგორც საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი; 1988 -2018წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობაზე. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1987), აკადემიური დოქტორი. წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.182
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |