Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ თალაკვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა ბათუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1933 წელს; საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1940 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის ასპირანტურა 1947 წელს. 1933-1935წწ. მუშაობდა ბათუმის პორტში მექანიკოსად; 1940-1942წწ. ურალის სამხედრო ქარხანაში ინჟინრად; 1942-1945წწ. კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში საამქროს ოსტატად, ტექნოლოგად; 1945-1971წწ. მოღვაწეობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მაქანათმშენებლობის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე: 1945-1949წწ. იყო კათედრის ასისტენტი, 1950-1983წწ. დოცენტი, ხოლო 1960-1971წწ. ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში. გ. თალაკვაძის სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკა ეხება მასალების ჭრით დამუშავებისა და სწრაფმჭრელი ფოლადების თერმული დამუშავების სფეროებს. მას გამოქვეყნებული აქვს 47 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის- 10 საავტორო მოწმობა, 4 სახელმძღვანელო მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიისა და დეტალების პროგრამული მართვის ჩარხებზე დამუშავებაში, 5 დამხმარე სახელმძღვანელო, რომლებზეც აღიზარდა საქართველოს მანქანათმშენებელთა არაერთი თაობა. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1948). წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.185-186 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |