The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილია აივაზაშვილი

Date of birth:19??
Category:Biologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აკადემიკოსმა ივანე ბერიტაშვილმა კათედრაზე დატოვა ასპირანტად, ასპირანტურის დამთავრების შემდეგ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1974-1980 წლებში განახორციელა მნიშვნელოვანი გამოკვლევები - შეისწავლა მეხსიერების სხვადასხვა ფორმის ნეიროქირურგიული მექანიზმები. 1990 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. გამოქვეყნებული აქვს ასამდე შრომა, მათ შორის ორი მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოს სახით. 1995 წლიდან ილია აივაზაშვილი საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში. ილია აივაზაშვილი დიდი მონდომებით მუშაობდა იუდაიზმის პოპულარიზაციაზე, დაწერა და გამოსცა კრებული "ხანუქა", თანაავტორებთან ერთად - "ფურიმი" და 450 გვერდიანი შრომა "ებრაელი ხალხის ისტორია - თანახის პერიოდი". პროფესორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი: georgianjews.org

Member of Organizations

  • ბიოლოგიის და მედიცინის დარგში სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭო, წევრი (1985-)
  • საბუნებისმეტყველო და ტექნიკის დარგის მეცნიერთა ქართულ-ებრაული საზოგადოების პრეზიდიუმი, წევრი (1989-)
  • ფიზიოლოგთა საზოგადოება, წევრი (1962-)
  • ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, წევრი (1974-)

Bibliography


Share: