შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ჩიხლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: წულუკიძის რაიონი (ახ. ხონის მუნიციპალიტეტი). დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, ძებნა-ძიების სპეციალობით 1958 წელს და მიენიჭა ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაცია. 1958 წლიდან იყო "საქგეოლოგიის" ლანჩხუთის გეოლოგიურ-საძიებო პარტიის მუშა; 1960 წლიდან - ინჟინერ-გეოლოგი; 1964 წლიდან - თეთრი წყაროს გეოლოგიური პარტიის უფროსი; 1969-1978წწ. - თერჯოლის გეოლოგიური პარტიის მთავარი ინჟინერი; 1978-1993წწ. - "საქნავთობის" გეოლოგიური-საძიებო კანტორის გეოლოგიური პარტიის უფროსი; 1993-1995წწ. - "საქნავთობის" გეოლოგიური-საძიებო კანტორის დირექტორი; 1995-1997წწ. - "საქნავთობის" შპს "ნავთობგაზძიების" გენერალური დირექტორი; 1997-1999წწ. - "საქნავთობის" ნავთობგაზძიების სამმართველოს უფროსი; 1999-2004წწ. - "საქნავთობის" ნავთობგაზძიების სამმართველოს უფროსი; 2004-2005წწ. - "სქნავთობის" ნავთობისა და გაზის მოპოვების მთავარი სამმართველოს ნავთობგაზძიების სამმართველოს უფროსი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.385 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |