შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეა გვეტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. რიგა. 1988-1993 წლებში სწავლობს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1993 წელს; განათლების მიღება განაგრძო გერიტ რიტველდის აკადემიაში (ამსტერდამი, ჰოლანდია); 1994-2001 წლებში სწავლობდა დიუსელდორფის სახელმწიფო ხელოვნების აკადემიაში (გერმანია). იგი სხვადასხვა მედიაში ქმნის ნამუშევრებს, თუმცა მის შემოქმედებაში მთავარი მედიუმი ფერწერა და ნახატი ობიექტია. ხელოვანი ასევე იკვლევს სივრცეს და სპეციფიკურად მუშაობს ობიექტებზე. თ. გვეტაძე ფერწერის მედიუმით ამკვიდრებს თანამედროვეობის სიმბოლიზმს, რომელიც თავის მხრივ ქართული იდენტობის სპეციფიკას ეფუძნება. სიმბოლო, მითი და ალეგორია მის ნამუშვერებში გრძნობად-ემოციურ საწყისებს გამოხატავს. წყარო: პროექტი "ინტეგრაცია და იდენტობა": ქართველი ხელოვანები საზღვარგარეთ: geoartistsabroad.tsu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |