შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორია ფირცხელიანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის ფიზკულტურისა და სპორტის ფაკულტეტი 1985 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი, სპეციალობით ვაჭრობის ეკონომიკა და მარკეტინგი 2003 წელს. 1993-1995წწ. იყო ვიცე პრეზიდენტი - შ.პ.ს. "კერა 21"-ში; 1995-1997წწ. თავდაცვის სამინისტროს საწვავ-საპოხი მასალების ცენტრალური ბაზის უფროსის მოადგილე; 2003-2009წწ. საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის საქ. ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, საქ. დამსახურებული მწვრთნელი; 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე, კოალიციის საარჩევნო ადმინისტრაციის კოორდინატორი გლდანის რაიონში; 2013 წლიდან "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" გლდანის რაიონული ორგანიზაციის ბიუროს წევრი; 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მუხიანის საარჩევნო შტაბის უფროსი; 2016- 2017წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი; 2018 წლიდან სსიპ "საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის" დირექტორი; 2020-2021წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი. აქტივობა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი, განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი. საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება". წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |