შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ იაკუბოვიჩი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოდესა (უკრაინა). დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ხიდებისა და სამშენებლო კონსტრუქციების სპეციალობით 1930 წელს. 1930-1948წწ. მუშაობდა თბილისის სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად, ამიერკავკასიის "სახპროექტის" მშენლობის განყოფილების გამგედ, "თბილმშენის "მთავარ კონსტრუქტორად, ხოლო 1948 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში. 1930 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1950 წლიდან იყო ხიდებისა და სამშენებლო კონსტრუქციების კათედრის გამგე, პარალელურად ხელმძღვანელობდა თავისივე დაარსებულ (1954) რკინაბეტონის კონსტრუქციების ლაბორატორიას. მისი მონაწილეობით საქართველოში დაპროექტდა და აშენდა 70- მდე დიდი ნაგებობა, მათ შორის მთავრობის სახლი, თსუ-ის II კორპუსი, "იმელის" შენობა, დინამოს ძველი სტადიონი, კავშირგამბულობის სახლი, 8 ქარხანა, 18 ფაბრიკა, 17 საავტომობილო ხიდი. მისივე მონაწილეობით მოსკოვის საგამოფენო ცენტრში აშენდა საქართველოს პავილიონი. შეიმუშავა მსუბუქი (პემზისა და ტუფის ქვის შერევით მიღებული) რკინაბეტონით აშენებული ასაწყობი მონოლითური კონსტრუქციების (ხისტი ჩარჩოები, თაღები, კამარები, გადახურვები და სხვ.) გამოყენების მეთოდები. გამოქვეყნებული აქვს მრავალი შრომა, მათ შორის 8 მონოგრაფია. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1945 წელი). პროფესორი (1947წელი). წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.187-188 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |