შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ კრიხელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი. მუშაობდა ქუთაისის ავტოქარხანაში. 1956 წლიდან კი ჯერ თბილისის საპროექტო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, შემდეგ საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის საპროექტო ბიუროში. იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების და ქუთაისის "ტორპედოს" მოთამაშე. 1972 წელს საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში. ივრითის შესწავლის შემდეგ მუშაობა დაიწყო სამხედრო მრეწველობის ქარხანაში, იყო ტექნოლოგიური განყოფილების უფროსი, დანერგა არაერთი ტექნოლოგიური სიახლე. მიხეილ კრიხელი ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას. განსაკუთრებულ გულისხმიერებას იჩენდა ახალ ჩამოსულების მიმართ აბსორბციის გასაადვილებლად. იყო "სოხნუთის" წარმომადგენელი საქართველოში. 50 წლის ასაკში ხელი მოჰკიდა ჭედურობას და შექმნა ხელოვნების ნიმუშები. მონაწილეობა მიიღო მრავალ გამოფენაში. წყარო: საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი: georgianjews.org; საქართველო ჩემი გამზრდელია, ისრაელი კი - დედა-სამშობლო : ინტერვიუ / მ. კრიხელი ; მენორა. თბილისი, 2001. 15-28 თებერვალი. - N4. - გვ.2 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |