The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ კრიხელი

მიხეილ კრიხელი
დაბადების თარიღი:1930
გარდაცვ. თარიღი:2002  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, საზოგადო მოღვაწე, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი.

მუშაობდა ქუთაისის ავტოქარხანაში. 1956 წლიდან კი  ჯერ თბილისის საპროექტო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, შემდეგ საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის საპროექტო ბიუროში. იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების და ქუთაისის "ტორპედოს" მოთამაშე. 1972 წელს  საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში. ივრითის შესწავლის შემდეგ მუშაობა დაიწყო სამხედრო მრეწველობის ქარხანაში, იყო  ტექნოლოგიური განყოფილების უფროსი,  დანერგა არაერთი ტექნოლოგიური სიახლე. მიხეილ კრიხელი ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას. განსაკუთრებულ გულისხმიერებას იჩენდა ახალ ჩამოსულების მიმართ აბსორბციის გასაადვილებლად. იყო "სოხნუთის" წარმომადგენელი საქართველოში. 50 წლის ასაკში ხელი მოჰკიდა ჭედურობას და შექმნა ხელოვნების ნიმუშები. მონაწილეობა მიიღო მრავალ გამოფენაში.

წყარო: საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი: georgianjews.org; საქართველო ჩემი გამზრდელია, ისრაელი კი - დედა-სამშობლო : ინტერვიუ / მ. კრიხელი ; მენორა. თბილისი, 2001. 15-28 თებერვალი. - N4. - გვ.2

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • თბილისის საპატიო მოქალაქე
  • ისრაელის საზოგადოება "თბილისი"
    საპატიო წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: