The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აბრამ ფიჩხაძე

აბრამ ფიჩხაძე
სხვა სახელი:ალბერტ ფიჩხაძე
დაბადების თარიღი:6 სექტემბერი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა მოსკოვის საფეიქრო ინსტიტუტი.

მუშაობდა საფეიქრო ფაბრიკაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. აქვს გამოგონებები საფეიქრო ტექნოლოგიაში. საყოფაცხოვრებო სამინისტროს მიერ დაინიშნა ქუთაისის სასწავლო კომბინატის დირექტორის მოადგილედ. პარალელეურად კითხულობდა ლექციებს პროფესიულ ტექნიკუმში. ასევე იყო სამკერვალო ფაბრიკის წარმოების უფროსი. 1972 წელს საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში. 1974 წელს არჩეულ იქნა კირიათ იამის მუნიციპალიტეტის საბჭოს წევრად. იყო ჩრდილოეთის ოლქის საქართველოდან ამოსულ ებრაელთა კომიტეტის თავმჯდომარე. აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ღონისძიებებში. 1984 წელს, ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად გადავიდა ბელგიაში. 

წყარო: საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი: georgianjews.org


გააზიარე: