The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაფი მეშელი

რაფი მეშელი
სხვა სახელი:რაფაელ მოშიაშვილი
დაბადების თარიღი:1941  (84 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა კულაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1969 წელს.

სწავლის პროცესში და შემდეგ მუდმივად მონაწილეობდა საქართველოსა და საბჭოთა კავშირში გამართულ გამოფენებში. 1969 წელს ჩამოაყალიბა სამხატვრო სახელოსნო, სადაც ახალგაზრდები მოსამზადებელ კურსებს გადიოდნენ სამხატვრო აკადემიაში შესასვლელად. 1970 წელს სპორტულ თემაზე გამართულ საკავშირო კონკურსში მისმა ესკიზმა "კალათბურთი" პირველი პრემია დაიმსახურა. 1972 წელს საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში. მისი ფერწერული ტილო "მოხუცი ქართველი ებრაელი", რომელიც იერუსალიმის ხელოვნების სახლში მის პერსონალურ გამოფენაზე იყო გამოფენილი, ისრაელის პარლამენტმა შეიძინა და ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის შენობაშია გამოფენილი. მისი ნამუშევრები მონაწილეობს მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენაში, მიღებული აქვს საპატიო პრიზები და სიგელები, მათ შორის: ისრაელ-ამერიკის ფონდის პრემია, ორგანიზაცია "კერენ კაიემეთის" პრემია, ქ. ბათ–იამის საპატიო მოქალაქე; განსაკუთრებით აღსანიშნავია ბერლინსა და ჩილეში გამართული გამოფენები, ჩილეს ბიენალეზე მას მესამე პრემია მიენიჭა. რაფი მეშელი ეწევა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც, არის თელ-ავივის სახალხო უნივერსიტეტის წამყვანი პედაგოგი, თელ-ავიავის უნივერსიტეტის პროფესორი.

წყარო: სემკ - საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი: georgianjews.orggjencyclopedi.com


გააზიარე: