შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელგუჯა მიმინოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ფიზიკოს-მეტალურგის კვალიფიკაციით 1971 წელს და ამავე ინსიტუტის ასპირანტურა. 1971 წლიდან სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა: საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფიზიკის კათედრაზე, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ "მიონში", საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოფიზიკისა და ბიოორგანული ქიმიის კათედრაზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურულ კვლევათა რესპუბლიკურ ცენტრში, სადაც ხელმძრვანელობდა რენტგენოსტრუქტურული კვლევის სექტორს, ასევე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტში ნახევაარგამტარული მიკროელექტრონიკისა და ფიზიკური მასალათაგამძლეობის მიმართულების პროფესორი. იყო სასამართლოს ტექნიკური ექსპერტი. მიღებული ჰქონდა საპატენტო სიგელები გამოგონებებზე. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (დაიცვა 1963 წელს), ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი (დაიცვა 2003 წელს), პროფესორი. წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.201 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |