შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არნოლდ ჩოხელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. დუშეთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1962 წელს და მიიღო ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაცია. 1962-1966წწ. იყო თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში კაპიტალური მშენებლობის განყოფილების ინჟინერი, ექსპერიმენტალურ საამქროში უფროსი ინჟინერ-ტექნოლოგი; 1966-1979წწ. ეკავა საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელი თანამდებობები; 1979-1992წწ. მუშაობდა ელექტროსადგურებისა და ელექტროტექნიკური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარედ; 1991-1992წწ. საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკული სამინისტროს კადრებისა და სოციალური საკითხების სამმართველოს უფროსად, მინისტრის მოადგილედ; 1992 წლიდან გარდაცვალებამდე - ელექტროსადგურებისა და ელექტროტექნიკური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარედ. მიღებული ჰქონდა მრავალი სახელმწიფო ჯილდო. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.389 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |