The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა რუსაძე

ნანა რუსაძე
დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1973  (51 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა აკად. ნ. მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1995 წელს.

2000-2003წწ. მუშაობდა ქუთაისის საინჟინრო ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ეკონომიკის კათედრის ასისტენტად; 2011 წლიდან არის ქუთაისის N23 ბაგა-ბაღის დირექტორი; 2015-2018წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის პროგრამის დოქტორანტი, ხოლო 2017-2018 წლებში ამავე უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის (RIPA) მკვლევარი, სადაც მის მიერ დამუშავდა "საჯარო მმართველობის ინდექსი (Ipa) - თვითმმართველი ერთეულების მართვის ტექნოლოგია"; 2018 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა საჯარო მმართველობის დოქტორის აკადემიური ხარისხი; 2016-2019წწ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის მიწვეული ლექტორია, ხოლო 2019 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის "საჯარო მმართველობის" საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, რამდენიმე საერთაშორისო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2023 წლის რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიის კონკურსში "მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის" (RA 2023) მისი საკონკურსო განაცხადი (RA-23-063) სოციალური მეცნიერებების მიმართულებაში ოთხ საუკეთესო განაცხადს შორის აღიარეს; გამოქვეყნებული აქვს 23 სამეცნიერო ნაშრომი - 5 წიგნი და მონოგრაფია, 18 სამეცნიერო სტატია. საჯარო მმართველობაში დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი თემა - "საჯარო მმართველობის ეფექტიანობის ამაღლების ძირითადი მიმართულებები (იმერეთის მაგალითზე)". საჯარო მმართველობის დოქტორი.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: