შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ შოშიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1997-2001წწ. იყო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის წამყვანი ეკონომისტი; 2001-2002წწ. საქართველოს სოც. უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; 2002-2004წწ. საქართველოს სოც. უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ისანი- სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი; 2004-2006წწ. საქართველოს სოც. უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვაკე–საბურთალოს რაიონული ფილიალის უფროსი; 2006-2010წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის III მოწვევის საკრებულოს წევრი, საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე; 2010-2013წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის IV მოწვევის საკრებულოს წევრი, საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე; 2013-2014წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის IV მოწვევის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი– ნაციონალური მოძრაობა – განახლებული თბილისი"–ს თავმჯდომარე; 2014-2017წწ. ქ. თბილისის მე-5 მოწვევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი; აქტივობა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის "ევროპული საქართველო-თბილისი" წევრი; საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ფრაქცია: "ევროპული საქართველო-თბილისი". წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |