The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნუგზარ მალაღურაძე

ნუგზარ მალაღურაძე
Date of birth:25 March, 1962  (63 years)
Category:Engineer, Sports Coach, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ა.ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ზოგადტექნიკური ფაკულტეტი სპეციალობით ზოგადტექნიკური დისციპლინების მასწავლებელი.
1978-1981წწ. იყო ქ. თბილისის N1 სახლთმშენებელი კომბინატის მუშა; 1986 წელს ქ. თბილისის N6 პროფესიული სასწავლებლის საწარმო სწავლების ოსტატი, ტექნიკური საგნების მასწავლებელი; 1986-2002წწ. ქ. თბილისის ლიფტების სამმართველოში ტექნიკური განყოფილების ინჟინერი, სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი, ექსპლოატაციის უფროსი; 1993-2003წწ. ბავშვთა და ჭაბუკთა, შემდგომ უმაღლესი ლიგის გუნდის მწვრთნელი საზოგადოებრივ საწყისებზე, რაგბის კლუბი "ყოჩების" დამფუძნებელი; 2003-2004წწ. რაგბის კავშირის გენერალური მდივანი; 2001-2006წწ. ახალი მემარჯვენეები, ამ პერიოდის ყველა არჩევნებში საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, საოლქო კომისიის წევრი; 2008 წელს გაერთიანებული ოპოზიციის მთაწმინის შტაბის ხელმძღვანელი; 2009 წელს სახალხო პატრულის შტაბის უფროსი; 2002-2014წწ. შპს "ჯორჯიან ლიფტსერვისი"-ის გენერალური დირექტორი; 2012- 2015წწ. მპგ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"-ს რეგიონალური სამსახურის თბილისის კურატორი; 2013 წელს შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციური შტაბის ხელმძღვანელი; 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თბილისის შტაბის უფროსი; 2013 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების თბილისის შტაბის უფროსი; 2015-2017წწ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წევრი; 2015 წელს სსიპ "ქონების მართვის სააგენტოს" ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრი; აქტივობა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე; საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება", ფრაქცია: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის".

წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge


Share: