The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოჩა ბაბუნაშვილი

გოჩა ბაბუნაშვილი
Date of birth:1 July, 1959  (65 years)
Category:Economist, Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკური ფაკულტეტი.

1983-1986წწ. იყო შრომის მეცნიერული ორგანიზაციის ცენტრის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1989 წელს პირველი მაისის რაიაღმასკომის დარგთაშორისი ტერიტორიული სამმართველოს უფროსი ეკონომისტი; 1989-1990წწ. ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს პრეზიდიუმის პასუხისმგებელი ორგანიზატორი; 1990-1992წწ. საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობის ასოციაციის-დირექტორი; 1992-1994წწ. შ.პ.ს. "არგოთეს" გენერალური დირექტორი; 1994-1996წწ. ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგებელი; 1996-1997წწ. ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 1997-1999წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის პრემიერის მოადგილე; 1999-2000წწ. საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის უფროსის მოადგილე; 2000-2003წწ. საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის (ქ. თბილისის კოორდინატორი); 2010-2012წწ. მ.პ.გ. "ეროვნული ფორუმი"-ს საბურთალოს რაიონის თავმჯდომარე; 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების მ.პ.გ. "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ს ვაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე; პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" ვაკის რაიონის საარჩევნო შტაბის აქტივის კოორდინატორი; 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მ.პ.გ. "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ს ვაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე; პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" ვაკის რაიონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი; 2014 წელს თვითმმართველობის არჩევნების მ.პ.გ. "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ს ვაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე; 2014-2017წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე; აქტოვობა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე; ვაკის რაიონის (დელისის ოლქის) მაჟორიტარი დეპუტატი; საარჩევნო ფორმა: ვაკის რაიონის, დელისის ოლქის მაჟორიტარი (ნუცუბიძის ფერდობი, ვაჟა-ფშაველას კვარტლები, სოფელი: თხინვალა, აგარაკები); საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება", ფრაქცია: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის".

წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge


Share: