The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტელმანი ჩოჩელი

Date of birth:1939  (86 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით.

1959-1966წწ. მუშაობდა თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში; 1966 წლიდან - ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტში", სადაც ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში გაიარა გზა ტექნიკოსიდან ჯგუფის ხელმძღვანელამდე: 1978 წლიდან - ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1989 წლიდან - ელექტროსისტემის პერსპექტიული დაპროექტების განყოფილების უფროსი, ამავდროულად კურირებდა ტექნიკურ განყოფილებას; მონაწილეობდა "საქართველოს ენერგეტიკული პროგრამისა" და "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების კონცეფციის", ენერგოსისტემის პერსპექტიული სქემების დამუშავებაში; 1999 წლიდან - შპს "ენერგოქსელპროექტის" დირექტორის მოადგილე. მისი ხელმძღვანელობით დამუშავდა მაღალი ძაბვის ქვესადგურებისა და ელექტროგადამცემი ხაზების არაერთი სარეკონსტრუქციო პროექტი, როგორიცაა: "500 კვ ეგხ თბილისის-ახალციხე", "500კვ ეგხ ენგურჰესი-ზესტაფონი", "500 კვ ეგხ ენგრუჰესი-სოხუმი-დაგომისი" (საქართველოს ტერიტორიაზე), "500 კვ ეგხ ქსანი-აზსრესი", "500 კვ ქვ. ქსანი", ასევე "კავკასიონის ზვავსაშიშ რაიონებში მაღალი ძაბვის სადენების უშუალოდ კლდეში ჩამაგრების პროექტი", რომელიც წარმატებით განხორციელდა.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.390

Awards and Honors

  • 2006 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: