The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შორენა ბუხრაშვილი

შორენა ბუხრაშვილი
დაბადების თარიღი:5 ივნისი, 1975  (49 წლის)
კატეგორია:სოციოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციოლოგის სპეციალობით.

1995-1999წწ. იყო შ.პ.ს. "საზოგადოებრივი კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის" ინტერვიუერი და სუპერვაიზერი; 2004-2005წწ. მუშაობდა თბილისის სახელომწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, იურიდიული სამსახურის პრეტენზიონისტი და ოპერატორი პროგრამების სამსახურში; 2006 წელს პ/გ  "ეროვნული ფორუმის" წევრი; 2009 წელს პ/გ "ეროვნული ფორუმის" ქ. თბილისის საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის ბიუროს წევრი; 2012 წელს ამავე პოლიტიკური გაერთიანების, საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; 2013 წლის პარლამენტის შუალედური არჩევნების N9 ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი; 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების N3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი; 2011-2014წწ. პ/გ "ეროვნული ფორუმის" საბურთალოს ორგანიზაციის ბიუროს მდივანი; 2014 წელს პ/გ "ეროვნული ფორუმის" საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე; 2014-2017წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი; აქტივობა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი; საარჩევნო ფორმა: საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი ( სოფელი დიღომი, ვაშლიჯვარი, დიდი დიღომი), ფრაქცია: "ეროვნული ფორუმი".

წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge


გააზიარე: