The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი გოგლიძე

გივი გოგლიძე
დაბადების თარიღი:13 ოქტომბერი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის ფაკულტეტი სპეციალობით ეკონომისტ-ორგანიზატორი.

1972-1974წწ. მუშაობდა დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში; 1974-1975წწ. იყო გასამხედროვებული სახანძრო ნაწილის კომენდანტი; 1978-1985წწ. სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1985-1991წწ. საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის ეკონომისტი, მთავარი სპეციალისტი; 1991-1992წწ. კომერციული ფირმა "გედაგო"-ს უფროსი ეკონომისტი; 1992-2007წწ. შ.პ.ს "დემა"-ს დირექტორი; 2009 წელს პ/გ  "ეროვნული ფორუმის" წევრი, ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე; 2012-2013წწ. კოალიცია "ქართული ოცნების" ნაძალადევის რაიონის საარჩევნო შტაბის შეხვდერების კოორდინატორი; 2014-2016წწ. კოალიცია "ქართული ოცნება ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარის მოადგილე; 2016 წელს კოალიცია "ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარის მოადგილე; აქტივობა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრი; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის წევრი; ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი; საარჩევნო ფორმა: ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი, ფრაქცია: "ეროვნული ფორუმი".

წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge


გააზიარე: