შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან ჯოხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით დასავლეთ ევროპის ენები და ლიტერატურა. 2002-2007წწ. იყო "საქართველოს კონსერვატიული პარტიის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; 2004-2007წწ. საქართველოს პარლამენტის წევრის თანაშემწე; 2007-2008წწ. მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტი"–ს აპარატში; 2008-2012წწ. იყო "საქართველოს კონსერვატიული პარტიის" აპარატის უფროსი; 2012-2014წწ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს უფროსი. აქტივობა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის და განათლების კომისიის წევრი; ფრაქცია "ქართული ოცნება – კონსერვატორები" ს– მდივანი; გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი; საარჩევნო ფორმა: გლდანის რაიონის მაჟორიტარი (მუხიანი, სამხედროდასახლება); საარჩევნო ბლოკი: კოალიცია "ქართული ოცნება", ფრაქცია: "ქართული ოცნება – კონსერვატორები". წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |