The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ქვარცხავა

შალვა ქვარცხავა
დაბადების თარიღი:18 იანვარი, 1975
გარდაცვ. თარიღი:2006  (30 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, იურისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფალუტეტი 1998 წელს, ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2005 წელს.

1998-2003წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტროში: 1998-2001წწ.  "არქმშენინსპექციაში" წამყვანი ინჟინრის თანამდებობაზე; 2001-2003წწ. სამინისტროს  იურიდიული და საგარეო საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე; 2003-2006წწ. შპს "ინტერსერვისში" ("ქართუ ჯგუფი"); 2003-2004წწ. გენერალური დირექტორის თანაშემწე; 2004-2005წწ. განვითარების მენეჯერი; 2005-2006წწ. უძრავი ქონებისა და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი. მის სახელთანაა დაკავშირებული დიდველის (ბაკურიანი) გონდოლებიანი საბაგირო გზის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ხელმძღვანელობა. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (დაიცვა 2004 წელს).

წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.222


გააზიარე: