ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
გიორგი მუსხელიშვილი
დაბადების თარიღი: | 18 მარტი, 1971 (54 წლის) |
კატეგორია: | ინჟინერი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ–მშენებლის სპეციალობით.
1987-1989წწ. იყო ცეკავშირის გაერთიანება "საქკოოპტექნიკის" თბილისის უბნის მექანიკოსი; 1989-1990წწ. ცეკავშირის გაერთიანება "საქკოოპტექნიკის" თბილისის უბნის ოსტატი; 1990-1991წწ. ცეკავშირის გაერთიანება "საქკოოპტექნიკის" თბილისის უბნის ინჟინერ-მექანიკოსი; 1991–1992წწ. ცეკავშირის გაერთიანება "საქკოოპტექნიკის" თბილისის უბნის გენერალური დირექტორის მოადგილე; 1992–1993წწ. ცეკავშირის გაერთიანება "საქკოოპტექნიკა" საგეგმო-საწარმოო განყოფილების უფროსი ინჟინერ-ეკონომისტი; 1993-1994წწ. ცეკავშირის გაერთიანება "საქკოოპტექნიკა" საგეგმო-საწარმოო განყოფილების უფროსის მოადგილე; 1997–1997წწ. დიდუბის რაიონის სას. საგადასახადო ინსპექციის რეგისტრაციის განყოფილების ინსპექტორი; 1997–2000წწ. დიდუბის რაიონის სას. საგადასახადო ინსპექციის საგადასახადო ინსპექტორი; 2000–2002წწ. შ.პ.ს. "აკო"-ს გენერალური დირექტორი, დამფუძნებელი; 2002-2003წწ. შ.პ.ს. "გ & ნ"-ს დირექტორი, დამფუძნებელი; 2003-2006წწ. შ.პ.ს. "ოვალის" დირექტორი, დამფუძნებელი; 2006-2008წწ. შ.პ.ს. "გიორგი მუსხელიშვილის" დირექტორი, დამფუძნებელი; 2008-2009წწ. შ.პ.ს. "ბოლექს ჯორჯიას" დირექტორი, დამფუძნებელი; 2009–2012წწ. მ.პ.გ. "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" თბილისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი; 2011-2012წწ. კოალიცია "ქართული ოცნება" შეხვედრებისა და აქციების ორგანიზების სამსახურის უფროსი; 2012-2013წწ. ქ. თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - თბილისის" ფრაქციის თავმჯდომარე; 2012–2015წწ. მ.პ.გ. "თავისუფალი დემოკრატების" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე; 2013 წელს ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 2014-2017წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვაკის რაიონის (ძირითადი ვაკე, ბაგები, წყნეთი) მაჟორიტარი დეპუტატი; 2014 -2017წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფარქცია "თბილისელების" ფრაქციის თავმჯდომარე.
წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge
|