The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა ვეკუა

ზაზა ვეკუა
დაბადების თარიღი:29 დეკემბერი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, გეოლოგი, ინჟინერი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1985-1991წწ. იყო გეოლოგიის სამმართველოს გეოლოგი; 1992 წელს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კომიტეტის სამმართველოს უფროსი; 1992 წელს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კომიტეტის სამმართველოს უფროსი; 1993-1999წწ. ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი; 1999-2002წწ. ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის უფროსი; 2003-2004წწ. ანტიმონოპოლიური სამსახურის თბილისის რეგიონული სამსახურის უფროსის მოადგილე; 2005-2008წწ. საქართველოს კონტროლის პალატის სამართალდაცვის, თავდაცვისა და სასამართლო სექტორის დეპარტამენტის უფროსი. აქტივობა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის "დედაქალაქი" თავმჯდომარე; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის წევრი; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის წევრი. საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით, საარჩევნო ბლოკი: "ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია", ფრაქცია: "დედაქალაქი".

წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge


გააზიარე: