შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათელა ქუთათელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი 1932 წელს. 1933 წლიდან მუშაობდა "კვებპროექტში", "ახალმშენის" სამშენებლო ტრესტის სამუშაოთა მწარმოებლად, "თბილმშენის" სამშენებლო ტრესტის კანტორის უფროსად; სამამულო ომამდე იყო თბილისის საავაციო ქარხნის მშენენებლობის თავდაპირველად სამშენებლო უბნის უფროსი, შემდეგ კი - საწარმო-ტექნოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; 1944-1947წწ. მუშაობდა თბილისის სტალინის სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; 1951-1952წწ. მსუბუქი მრეწველობის მინისტრის მოდგილე მშენებლობის დარგში; თბილისის პარტიის საქალაქო კომიტეტში ხელმძღვანელობდა მშენებლობასა და საქალაქო მეურნეობის განყოფილებას; 1953-1958წწ. იყო თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე, 1958 წლიდან - საქართველოს მშენებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ის იყო პირველი ქართველი ინჟინერ - მშენებელი ქალი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემია (1982). წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.222-224 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |