The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ღუღუნიშვილი

გივი ღუღუნიშვილი
დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1930
გარდაცვ. თარიღი:2018  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის სპეციალობით 1953 წელს; მოსკოვის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა 1959 წელს.

1959-1960წწ. მუშაობდა მოსკოვის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით ტექნოლოგიურ ინსტიტუტში; 1960-1961წწ. თბილისის სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე; 1961-1963წწ. ქ. ლენინგრადის ელექტროშედუღების მოწყობილებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში; 1963-1969წწ. ელექტრომანქანათმშენებლობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ამიერკავკასიის ფილიალის დირექტორის მოადგილე; 1969-1985წწ. გაერთიანება "კვანტი: (ქ. მოსკოვი) ელექტრონულ-იონური ტექნოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1985-1987წწ. სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ელვას" ქარხნის მთავარი ტექნოლოგი, დირექტორის მოადგილე; 1987 წლიდან გადაიყვანეს საქართველოს გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ალგორითმის" გენერალური დირექტორის მოადგილედ. გამოქვეყნებული ჰქონდა 150-ზე მეტი ნაშრომი. არის 16 გამოგონების ავტორი. აღსანიშნავია მისი წვლილი საქართელოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში საშემდუღებლო წარმოების დანადგარებისა და ტექნოლოგიის კათედრის დაფუძნებასა და მისი სასწავლო-სამეცნიერო ბაზის ჩამოყალიბებაში. მის მიერ გალვანოტექნიკის დარგში დამუშავებულ მრავალ არსებულ მეთოდთაგან აღსანიშნავია ნაშრომი სახელწოდებით "ღუღუნიშვილის მეთოდის გამოცდა", რომელიც დაიბეჭდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი ( დაიცვა 1959 წელს მოსკოვის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ტექნოლოგიური ინსტიტუტში).

წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.226-227

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სსრკ საპატიო გამომგონებელი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: