შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაულ ჩაგუნავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა მოსკოვის დ. მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკური ქიმიის კათედრაზე; დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ქიმიკოს-ტექნოლოგის სპეციალობით 1962 წელს. 1962-1963წწ. მუშაობდა რუსთავის აზოტოვანი სასუქების ქარხნის ცენტრალურ ლაბორატორიაში ქიმიკოს - ინჟინრის თანამდებობაზე; 1963-1979წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული და გამოყენებითი ქიმიის ინსტიტუტის დენის წყაროების ლაბორატორიაში; 1979 წელს სათავეში ჩაუდგა მის მიერვე შექმნილ ქიმიის ინსტიტუტის ლაბორატორიას. ავტორია 300-დე სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 6 მონოგრაფიის. 2005 წელს მიღებული აქვს იუნესკოს მედალი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.231 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |