The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ძნელაძე

ვლადიმერ ძნელაძე
დაბადების თარიღი:16 თებერვალი, 1970  (55 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი ინსტიტუტი კვალიფიკაციით საგადასახადო და საბანკო საქმიანობა, სპეციალობით ეკონომისტი.

1988-1991წწ. იყო არმიის სპორტული კლუბის წყალბურთის გუნდის პირველი ლიგის მოთამაშე; 1991-1993წწ. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საომარი მოქმედებების მონაწილე (მოხალისე), შავნაბადას ბატალიონი; 1995-2002წწ. გარდაბნის საკონსერვო ქარხანის ინჟინერ-ტექნოლოგი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2002-2003წწ. ს.ს.  "საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგო კომპანია" (ენერგოპროს) გენერალური დირექტორის მოადგილე  საერთო საკითხებში, პროგნოზირებისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის უფროსი; 2003-2007წწ. საერთო საკითხების დირექციის მომარაგების დეპარტამენტის უფროსი; 2003-2012წწ. ს.ს  "თელასის" დირექტორი; 2005/2012წწ. შპს "მტკვარი -ენერგეტიკას" მომარაგების განყოფილების უფროსი; 2007-2012წწ. ლოჯისტიკის და სამეურნეო უზრუნველყოფის დირექტორი; 2009-2012წწ. ს.ს. "ხრამი ჰესი 2"-ის მატერიალურ-ტექნიკური ჯგუფის უფროსი მენეჯერი; 2009-2012წწ. ს.ს. "ხრამი ჰესი 1"-ის მატერიალურ-ტექნიკური ჯგუფის უფროსი მენეჯერი; 2014 წელს  საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. აქტიურობა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება-მრეწველები" თავმჯდომარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. 

წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge


გააზიარე: