Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ ფურცელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1918 წელს ჩაირიცხა ახლადგახსნილ თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1922 წელს. იყო სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი და ვერ ეგუებოდა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას, მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში, ამიტომ დააპატიმრეს და გადაიყვანეს ქუთაისში, მაგრამ ერთი ღვთისნიერი კაცის მეშვეობით გადაურჩა დახვრეტას; შემდეგ მუშაობდა ქუთაისის მუშა-ახალგაზრდობის სკოლაში ისტორიის მასწავლებლად. ახალგაზრდა გრიგოლ ფურცელაძისათვის მიუღებელი იყო ბოლშევიკური ხელისუფლებისა და ყოფილი მოწაფეების ერთი ნაწილის დამოკიდებულება ივანე ჯავახიშვილის მიმართ, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს სცემდა და "დიდი ივანე" - ასე მოიხსენებდა მას. ბოლშევიკური ტერორისა და მკაცრი იდეოლოგიური დოგმების მიუხედავად მთელი ცხოვრება მიუძღვნა საქართველოს ისტორიის კვლევასა და ქართული ეროვნული ინტერესების დაცვას, ბედის ირონია იყო მაშინდელი პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში მუშაობდა სსრ კავშირის ხალხთა ისტორიის კათედრაზე, სადაც მისი "კოლეგები" იყვნენ ყოფილი დაშნაკი, ყოფილი მუსავატელი, ორთოდოქსი კომუნისტი, (მე-11 არმიის ყოფილი ჯარისკაცი), ყოფილი მენშევიკი და 50-60-იანი წლების კომუნისტები, ამიტომ მას ხშირად უხდებოდა ახსნა-განმარტებების მიცემა უშიშროებაში, პარტიის ცენტრალურ კომიტეტში, არაერთხელ დასმულა მისი, როგორც გამოუსწორებელი ნაციონალისტის სამსახურიდან დათხოვნის საკითხი. ინტერნაციონალიზმის ეპოქაში პატრიოტობა მისთვის შინაგანი მოთხოვნილება იყო, ამის გამო მთელი ცხოვრება დევნილი იყო. გამოქვეყნებული აქვს შემდეგი სტატიები: "საქართველოს გლეხობა XIX საუკუნის 70-იანი წლების მეორე ნახევარში" (საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. თბილისი, 1970. N2, გვ.161-172) და "თერგდალეულთა ფსოფლმხედველობის საკითხისათვის" ( საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. თბილისი, 1975. N1, გვ.170-182). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი: სანგუს ბლოგი: sangusblogi.wordpress.com Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |