შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაფიელ ჩიქოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ცაგერი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1953 წელს. 1963-1965წწ. მუშაობდა მოსკოვში, საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის რადიოფიზიკისა და ელექტრონიკის ინსტიტუტში; 1965-1973წწ. თბილისის ნახევარგამტარული ხელსაწყოების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი საკავშირო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეგ სამეცნიერო მუშაობის დარგში, მისი უშუალო ხელმძღვანელობით ინსტიტუტში შეიქმნა ნახევარგამტარული ოპტოელექტრონიკის მიმართულება; 1973-1977წწ. სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ "მიონის" დირექტორის მოადგილედ; 1977-1984წწ. ინსტიტუტ "მიონის" და მისი ქარხნის დირექტორად; 1998-2004წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი, სტუ-ის ფუნდამენტურ მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო კომპლექსის ხელმძღვანელი, ფუნდამეტურ მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი, ფიზიკა-ტექნიკისა და ელექტრონიკის ფაკულტეტის დეკანი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (დაიცვა 1970 წელს), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (დაიცვა 1998 წელს), პროფესორი. წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.232-233 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |