The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამირან წეროძე

ამირან წეროძე
Date of birth:24 October, 1936
Date of death:2015  (at 78 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩაქვი, ქობულეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი მანქანათმშენებლობის ტექნოლოგის სპეციალობით 1959 წელს.

1959-1960წწ. მუშაობდა სამეცნიერო-კვლევიტ ინსტიტუტ "ავტომატმრეწვში" (ქ. გორი) უფროს ტექნიკოს-კონსტრუქტორად; 1960-1962წწ. ჩარხმშენებელ ქარხანაშ ინჟინერ-ტექნოლოგად; 1963-1964წწ. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1964-1974წწ. კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს ინჟინერად; 1974-1976წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1976-1979წწ. საქართველოს  სასოფლო-სამეურნეო კომიტეტში სამეცნიერო-ტექნიკური და ეკონომიკური პრობლემების დაგეგმვის ქვეგანყოფილების უფროსად, ტექნიკის განყოფილების გამგის მოადგილედ; 1979 წელს საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის მეცნიერებისა და ტექნიკის დანერგის გაერთიანებული განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1981 წლიდან მუშაობდა ხილ-ბოსტნეულის შენახვისა და გადამუშავების სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (დაიცვა 1976 წელს). 28 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მიღებული აქვს 14 საავტორო მოწმობა.

წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.239


Share: