The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ შავდია

მიხეილ შავდია
დაბადების თარიღი:1893
გარდაცვ. თარიღი:15 სექტემბერი, 1937  (44 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბალდა, მარტვილის რაიონი.

მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში, მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (ფინეთის 24-ე მსროლელი პოლკის პორუჩიკი). ორჯერ დაიჭრა. 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში კაპიტნის წოდებით, იყო თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერთა ასეულის ოცეულის მეთაური. თავი გამოიჩინა 1921 წელს საბჭოთა რუსეთთან ომში კოჯორ-ტაბახმელის ფრონტზე (დაიჭრა 24 თებერვალს). საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ ქართულ წითელ არმიაში იყო. სხვადასხვა დროს იყო მე-2 ქართული მსროლელი პოლკის მეთაური, თბილისის სამხედრო კომენდანტი. 1937 წლის ივნისში დააპატიმრეს "კონტრრევოლუციური სამხედრო ორგანიზაციის" წევრობის ბრალდებით და სექტემბერში დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1957 წელს. სამხედრო მოღვაწე.

წყარო: სამხედრო კადრების სამჭედლო : თბილისის სამხედრო სასწავლებლის ისტორია 1862 წლიდან დღემდე / გოგიტიძე, მამუკა; ჯაფარიძე, ზაზა. - თბ., 2018, – გვ.109; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა]. - 2013: nplg.gov.ge; რუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცრები: ria1914.info

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1917 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
    ბრძოლის ველზე თავის გამოჩენისთვის

გააზიარე: