The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ ჩხეიძე

თემურ ჩხეიძე
დაბადების თარიღი:1951  (74 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1974 წელს.

მუშაობა დაიწყო "საქმთავარენერგოს" მშენებარე მაღალი ძაბვის ხაზებისა და ქვესადგურების დირექციაში უფროს ინჟინრად; 1974-1981წწ. - "საქმთავარენერგოს" ცენტრალურ სარემონტო ქარხანაში ელ. მანქანების უბნის ინჟინერი, "საქნავთობის" ენერგეტიკული სამსახურის ინჟინერი, "საქმთავარენერგოს" კაპ. მშენებლობის განყოფილების უფროსი ინჟინერი, დისპეტჩერი; 1981 წლიდან - ელექტროტექნიკური მოწყობილობების ექსპლუატაციის სამსახურის უფროსის მოადგილე; 1983 წლიდან - იმედიანობის სამსახურის უფროსი, ხრამის ჰესების კასკადის დირექტორი; 1985 წლიდან - ზაჰესის დირექტორი; 1991 წლიდან - საქარველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე, ზაჰესის დირექტორი; 2011 წლიდან - სს "საქრუსენერგოში". გამოქვეყნებული აქვს სტატიები და ბროშურები საქართველოს ენერგეტიკის მდგომარეობაზე.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.394

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: