შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ჩხეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვედა დიმი, ბაღდათის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო ინჟინრის სპეციალობით 1951 წელს. მუშაობდა უზბეკეთის ნავთობის მრეწველობის სამინისტროში, შემდეგ 1956 წლამდე ქ. თბილისში გეოლოგიური სამინისტროს ხაზით. 1956 წლიდან "თბილჰიდროპროექტში" გაიარა გზა ინჟინრის თნამდებობიდან მთავარ სპეციალისტამდე. მონაწილეობა აქვს მიღებული ნამახვანჰესის, ვარციხეჰესის, ხრამჰეს-2-ის, ენგურჰესის, ბზიფიჰესის, ხუდონჰესის, ტობარიჰესის, ჟინვალის კომპლექსური ჰიდროკვანძის, საშუალო და მცირე ჰესების საძიებო-სასპროექტო სამუშაოებში. 1976-1977წწ. მივლინებით იმყოფებოდა სირიის არაბთა რესპუბლიკაში მიწისქვეშა წყლების მარაგის შესწავლის მიზნით სარწყავ სისტემებისთვის. "თბილჰიდროპროექტში" მუშაობის პერიოდში იყო პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარე. მიღებული აქვს საპატიო სიგელები დარგში ნაყოფიერი მუშაობისათვის, მუშაკთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისთვის დაცვის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.395 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |