The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიშა კოღუაშვილი

Legal name:მიხეილ კოღუაშვილი
Date of birth:1892
Date of death:1 September, 1924  (at 32 years)
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბანოჯა, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი.

ჰქონდა დაწყებითი 4 კლასის განათლება. სოციალისტ-ფედერალისტების წევრი იყო 1917 წლიდან, ეკუთვნოდა პარტიის მემარჯვენე ფრთას. იმავე წელს მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთის ჯარის მიერ მიტოვებული თურქეთის ფრონტისპირა არსენალებიდან იარაღის ჩამოტანის ღონისძიებაში, რომელსაც გრიგოლ ლაღიძე თაოსნობდა. კოღუაშვილი იყო სოციალისტ-ფედერალისტების მოხალისეთა შეიარაღებული რაზმის აქტიური წევრი, მონაწილეობდა ბრძოლებში საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისთვის. 1919 წლამდე მუშაობდა გაზეთ "ხალხის მეგობრის" რედაქციაში. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის (1921) შემდეგ ჩაბმული იყო იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში, ცხოვრობდა "არალეგალურად". 1922 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაპატიმრებული იყო ქუთაისში. 1923-1924წწ.  სათავეში ედგა პარიტეტულ კომიტეტთან არსებულ სპეციალურ დაჯგუფებას, რომლის მიზანი ანტისაბჭოთა აჯანყების მზადების პროცესში ბოლშევიკი ლიდერების და კოლაბორაციონისტების ლიკვიდაცია იყო. 1924 წლის აგვისტოში, აჯანყების დაწყებამდე კოღუაშვილი საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა. საგანგებო კომისიისთვის მიცემულ ჩვენებაში კოღუაშვილმა დაადასტურა, რომ მისი უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით განხორციელდა რამდენიმე პოლიტიკური მკვლელობა. უშუალოდ აჯანყების დროს იგეგმებოდა კოღუაშვილის მეთაურობით თავდასხმა საგანგებო კომისიის შტაბზე და პოლიტიკური ტუსაღების გათავისუფლება. კოღუაშვილის დაჯგუფების წევრებს უკავშირებდნენ ასევე გურიაში წითელარმიელი მეთაურების - ალექსანდრე ობოლაძის, პოლიკარპე სანიკიძის და დავით ჩუბინაშვილის მკვლელობას. 1924 წლის 1 სექტემბერს კოღუაშვილი სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად თბილისში დახვრიტეს. პოლიტიკური აქტივისტი, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის შეიარაღებული რაზმის მეთაური.

წყარო: 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში : მონოგრაფია / ლევან ჯიქია. - თბ., 2011.– გვ.66; პარიტეტული კონტრრევოლუციის საიდუმლოებანი : პოლიტიკურ ბანდიტის მ. კოღუაშვილის ჩვენება // კომუნისტი. - 1924. - 30 აგვისტო. - N197. - გვ.5


Share: