Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ცაბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მათემატიკის სპეციალობით 1975 წელს. 1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია დაგეგმარების ავტომატიზაციის სისტემის სპეციალობით ქ. მოსკოვის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით და საპროექტო-ექსპერიმენტულ ინსტიტუტში და 1989 წელს მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1975-1979წწ. იყო სახალხო მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ეკონომიურ-მათემატიკური გამოკვლევების განყოფილების უფროსი ლაბორანტი, უფროსი სპეციალისტი; 1979-1984წწ. "საქბაგირგზის" სამმართველოს სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტ ტრანსავტომატიკის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1984-1986წწ. საქართველოს სახელმწიფო კომიტეტის საქსახსპეცტრანსის საგარეო კავშირებისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსი, მეცნიერების, ახალი ტექნიკის დანერგვისა და პერსპექტიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი; 1986-1988წწ. - "საქსახსპეცტრანსის" სამეცნერო-კვლევითი და საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტ "ტრანსავტომატიკის" დაპროექტების ავტომატიზაციის (CAD) სისტემებისა და გამოთვლითი ტექნიკის განყოფილების უფროსი, ინსტიტუტის CAD სისტემების მთავარი კონსტრუქტორი; 1988-1996წწ. საქართველოს რესპუბლიკის მანქანათმშენებელთა საკავშირო სამეცნიერო ტექნიკური საზოგადოების სამეცნიერო–საინჟინრო ცენტრი "ТЕХМАШСАПР", დირექტორი; 1996 წელს საქართველოს სათბობ–ენერგეტიკის სახელმწიფო კორპორაცია, ვიცე-პრეზიდენტი; 1996-2004წწ. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2004-2007წწ. - საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია, მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი, დირექტორი; 2007-2009წწ. შპს სამეცნიერო საინჟინრო ცენტრი "სისტემოტი", გენერალური დირექტორი; 2008-2012წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებები, მოწვეული ლექტორი; 2009-2016წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომერციალიზაციის დეპარტამენტი, მთავარი სპეციალისტი. 2012-2017წწ. - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ბიზნეს სკოლა, პროფესორი; 2015 წლიდან - ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2016 წლიდან - ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის გამოყენებითი მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი. 2008 წლიდან მონაწილეობდა 18 საერთაშორისო კონფერენციასა დამსოფლიო მსოფლიო ფორუმში. გამოქვეყნებული აქვს 65 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, ორი სახელმძღვანელო და ერთი მონოგრაფია. საერთაშორისო ჟურნალის AIS: Advances in Information Sciences თანარედაქტორი. შეყვანილია საქართველოს ენერგეტიკოსების ენციკლოპედიაში. ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.396; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |