Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ ცაბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1949 წელს. 1951 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. მისი სამეცნიერო კვლევების სფერო მოიცავდა: ჰესების მოქმედების ეფექტურობის ამაღლებას, ჰიდროაგრეგატების ექსპლუატაციის ოპტიმალური ვადების დადგენას, ჰიდროტურბინების აბრაზიულ-კავიტაციური ცვეთის შეფასებისა და მცირე სიმძლავრის ჰესების სიმრავლის შექმნის მეთოდიკათა შემუშავებას, საოპტიმიზაციო ამოცანების გადაწყვეტის მიზნით ჰიდროაგრეგატებისა და ჰესის სივრცულ-დროითი მათემატიკური მოდელის პროგრამის შექმნას. ჩამოაყალიბა საქართველოს რამდენიმე კუთხისათვის, მათ შორის, ბორჯომისა და თიანეთის ლოკალური ენერგორაიონების შექმნის ენერგოეკონომიკური საფუძვლები და სხვ. ნოვატორული წინადადებები წამოაყენა საქართველოს ჰიდროენერგეტიკისა და წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენების სფეროში. აქტიურად და წარმატებით იკვლევდა საქართველოში ჰიდროტექნიკის განვითარების ისტორიულ ასპექტებს და ამ საკითხთან დაკავშირებით გამოაქვეყნა მეტად საინტერესო რამდენიმე სტატია. გამოკვლეული და გამოქვეყნებული ჰქონდა შაორ-ტყიბულის კასკადისა და ზაჰეს-ხრამჰეს-1-ის პარალელური მუშაობის საკითხები მოკლევადიანი პიკური დატვირთვებისას. მას ეკუთვნის რიგი შესანიშნავი იდეა და ნოვატორული წინადადება საქართველოს ჰიდროენერგეტიკისა და წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენების სფეროში. ენერგეტიკოსი, გ. ჩოგოვაძის სახელობის საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.397 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |