The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რეზო ცაცკრიალაშვილი

რეზო ცაცკრიალაშვილი
Date of birth:22 March, 1931
Date of death:20 May, 2016  (at 85 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სართიჭალა, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკური ფაკულტეტი 1954 წელს.

1954-1957წწ. - კრასნოდარის თბოელექტროცენტრალის ინჟინერი, "ეზმინჰესის" მორიგე ინჟინერი, ლაბორატორიის უფროსი ოსტატი, თერგის კასკადის ელექტროლაბორატორიის უფროსი; 1957 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო "საქენერგოში". 1957-1960წწ. - სოხუმის ქსელების ლაბორატორიის უფროსი ინჟინერი, ჩითახევჰესის გაერთიანებული საამქროს უფროსი, დირექტორის მოადგილე; 1960-1965წწ. - ხრამჰესი 1-ის მთავარი ინჟინერი, ხრამჰესის კასკადის მთავარი ინჟინერი, დირექტორის მოადგილე; 1966 წლიდან - "საქმთავარენერგოს" ცენტრალური ლაბორატორიის გაშვება-გაწყობის სამსახურის უფროსი; 1968 წლიდან - ამავე ლაბორატორიის მთავარი ინჟინერი; 1980-1985წწ. - "საქმთავარენერგოს" მთავარი ინჟინრის მოადგილე ელ. ტექნიკურ ნაწილში; 1986 წელს - "საქენერგოგაწყობის" დირექტორი; 1987-1988წწ. - "ჟინვალჰესის" დირექტორი; 1989-1992წწ. - "საქენერგოს" მთავარი ინჟინრის მოადგილე ელ. ტექნიკურ ნაწილში; 1993-2005წწ. - "ენერგოგენერაციის" მთავარი სპეციალისტი, ტექნიკური სექტორის უფროსი; 2004-2007წწ. - რიონჰესის, გუმათჰესის და ლაჯანურჰესის მეთვალყურეთა საბჭოს წევრი, თავმჯდომარე. აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში; 1994-1996წწ. თანამშრომლობდა მსოფლიო ბანკთან რეაბილიტაციის მასალების მოძიებაში; 2003 წლიდან მონაწილეობდა იმერეთის რეგიონის ექვსი ელექტროსადგურის რეაბილიტაციის USAID-ის პროგრამის ელექტრული ნაწილის მომზადებაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.399

Awards and Honors

  • 2004 - საქართველოს ენერგეტიკის დამსახურებული მუშაკი
  • 2002 - ღირსების მედალი
  • 1985 - შრომის ვეტერანის მედალი
  • 1974 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1970 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

Share: