Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ქურდიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მულახი, მესტიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, მექანიზაციის ფაკულტეტი 1963 წელს. 1964 წელს მუშაობდა "საქსოფლტექნიკის" დიღმის სარემონტო ქარხანაში და დანიშნეს საამქროს უფროსად; 1970 წელს იგი ამ ქარხნის მთავარი ინჟინერი გახდა; 1974 წელს სამუშაოდ გადაიყვანეს თბილისის კეთილმოწყობის სისტემაში გარე განათების, ქალაქგაფორმებისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ავტომეურნების უფროსად; 1977-1978წწ. მუშაობდა საგარეჯოს ავტოშემკეთებელ ქარხანაში მთ. ინჟინრად; 1978 წელს დაინიშნა საწარმოო გაერთიანება "საქსოფლტექნიკის" გენერალური დირექტორის მოადგილედ; 1979 წლიდან ხუთი წელი მუშაობდა მესტიის რაიონში "საქსოფლტექნიკის" საწარმოო გაერთიანების მმართველად; 1984 წელს სამუშაოდ გადმოიყვანეს ქ. თბილისში დიღმის სარემონტო ქარხანაში დირექტორის თანამდებობაზე. ახალი ტექნოლოგიური პროცესების დანერგვისთვის მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს სიგელი (1988). საქართველოს დამსახურებული მექანიზატორი, სოფლის მეურნეობის განვითარების აქტიური მოღვაწე, მაღვალკვალიფიციური ინჟინერი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.383 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |