The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტარიელ ცისკარიშვილი

ტარიელ ცისკარიშვილი
Date of birth:7 April, 1957  (68 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით "ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავების ტექნოლოგია და კომპლექსური მექანიზაცია" 1984 წელს და მიენიჭა სამთო-ინჟინრის კვალიფიკაცია.

1974 წელს დაიწყო მუშაობა ნავთობისა და გაზის მოპოვების სამმართველოში ოპერატორად; 1975-1977წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1984-1985წწ. - "საქნავთობის" ჭაბურღილების კაპიტალური და მიწისქვეშა რემონტების მბურღავია, 1985-1987წწ. - "საქნავთობის" ჭაბურღილების კაპიტალური და მიწისქვეშა რემონტების ოსტატი; 1987-1991წწ. - "საქნავთობის" ნავთობის საბადო "ნორიო-საცხენისი" უბნის უფროსი; 1991-1992წწ. - ჭაბურღილების კაპიტალური და მიწისქვეშა რემონტების მთავარი ინჟინერი; 1992-2000წწ. - "საქნავთობის" ჭაბურღილების კაპიტალური და მიწისქვეშა რემონტების უფროსი; 1996-1997წწ. - ქართულ-ინგლისური ნავთობკომპანია "GBOC" ნავთობის მოპოვების მენეჯერი; 1998-2001წწ. - ქართულ-ამერიკული ნავთობკომპანია "ფრონტერა რესოურსის ჯორჯია" მთავარი ინჟინერი; 2001-2005წწ. - ქართულ-ბრიტანული ნავთობკომპანია "კანარგო-ჯორჯია", ჭაბურღილების კაპიტალური რემონტების უფროსი; 2004-2005წწ. - "საქნავთობის" შპს "საქნავთობი-სამგორის" მთავარი სპეციალისტი; 2005-2008წწ. - სს "საქნავთობის" ნავთობისა და გაზის მოპოვების მთავარი სამმართველოს უფროსი; 2007 წლიდან - "ინტერჭაბურღილსერვისის" ჭაბურღილების კაპიტალური რემონტების უფროსი. 2006 წელს "საქართველოს სამეცნიერო და საინჟინრო საზოგადოებათა კავშირის" მიერ, მიენიჭა წლის ინჟინრის წოდება.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.401-402

Awards and Honors

  • 2005 - ნავთობისა და გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი

Share: