შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარლენ ძნელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ჩოხატაური, გურიის მხარე. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1968 წელს. მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში"; 1969-1972წწ. - ჩოხატაურის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველო, ინჟინერი; 1973 წლიდან - "საქმთავარენერგო", დისპეტჩერი; 1979 წლიდან - უფროსი დისპეტჩერი, სადისპეტჩერო სამსახურის უფროსის მოადგილე; 1980-1982წწ. - ენგურის ჰესების კასკადის ვარდნილ ჰესი-1-ის მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1982-1985წწ. - "საქმთავარენერგოში" იმედიანობის სამსახურის უფროსი, "საქმთავარენერგოს" უფროსის თანაშემწე, პერსპექტიული სამსახურის უფროსი; მონაწილეობდა ატომური ელექტროსადგურის, თბილსრესის მე-9 და მე-10 ენერგობლოკების და სხვა ენერგოობიექტების დასაბუთებასა და პროექტირებაში; 1985-1986წწ. - თბილსრესის დირექტორის მოადგილე; 1986 წლიდან - "საქმთავარენერგოს" მთავარი ინჟინრის მოადგილე, უფროსის მოადგილე; 1988-1993წწ. - "საქენერგოს" გენერალური დირექტორის მოადგილე, მთავარი ინჟინერი; 1993 წლიდან - თბილსრესის გენერალური დირექტორი; 1994 წლიდან - დეპარტამენტ "საქენერგოს" თავმჯდომარის მოადგილე. როგორც ექსპერტი, მონაწილეობდა საქართველოს ენერგეტიკის პოლიტიკის შემუშავებაში ტასისის პროექტის ფარგლებში; იყო ელექტროენერგეტიკული სექტორის რესტრუქტურიზაციის სახელმწიფო კომიტეტის მდივანი, მონაწილეობდა რესტრუქტურიზაციის პროგრამის დამუშავებასა და განხორციელებაში. 1997-2000წწ. - "საქენერგოს" ეკონომიკისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, უფროსი; 2000-2001წწ. - "ელექტროდისპეტჩერიზაცია-2000"-ის საგარეო ურთიერთობებისა და კონტრაქტების სამმართველოს უფროსი; 2001-2006წწ. - ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის დეპარტამენტის დირექტორი; 2006 წლიდან - შპს "სპეცენერგორემონტის" მარკეტინგის დირექტორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.406
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |