The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე წერეთელი

კონსტანტინე წერეთელი
Date of birth:3 January, 1945  (80 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით "ელექტრული სადგურები" 1968 წელს.

1968-1971წწ. იყო საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1971-1975წწ. - მოსკოვის ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ელექტროენერგეტიკის განყოფილება, ასპირანტი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1980). 1975-1988წწ. - საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1988-1990წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრული მანქანების და აპარატების კათედრის დოცენტი; 1990-1999წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრული მანქანების და აპარატების კათედრის გამგე; 1999-2012წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ელექტროენერგეტიკის, ელექტრონიკისა და ელექტრომექანიკის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 1996 წლიდან საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-მუშაკი, განყოფილების გამგის მოადგილე; 1999 წლიდან შპს "ინსტა", მაღალი და საშუალო ძაბვის განყოფილების გამგე; 2012-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ელექტროენერგეტიკის, ელექტრონიკისა და ელექტრომექანიკის დეპარტამენტი, პროფესორი; 2021 წლიდან ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 47 ნაშრომი, მათ შორის, 14 საავტორო მოწმობა და პატენტი, 2 სახელმძღვანელო. მისი საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ენერგოსისტემის ნორმატიული დოკუმენტაციის დამუშავებასთან. როგორც მეცნიერს, მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი და საინტერესო მეცნიერული და პრაქტიკული გადაწყვეტილებები მიღებული ენერგეტიკულ ობიექტებზე ტექნიკური პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 3 სადოქტორო დისერტაცია. მუშაობის ძირითადი მიმართულებები: ელექტროენერგიის ხარისხი და მისი გაუმჯობესების გზები, ელექტრული სისტემების რეჟიმების ანალიზი, გენერატორები მცირე ენერგეტიკისათვის, ტექნიკური კარგვები ელექტრომომარაგების სისტემებში და სხვა. 

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.407; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

Member of Organizations

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი

Awards and Honors

  • 2013 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: