The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინა მეგრელიშვილი

თინა მეგრელიშვილი
ოფიციალური სახელი:თინათინ მეგრელიშვილი
დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1933
გარდაცვ. თარიღი:12 აგვისტო, 2010  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი 1949 წელს; კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელი 1951 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი დაზგური ფერწერის განხრით 1957 წელს (პედაგოგები: შალვა მამალაძე, იოსებ გაბაშვილი, დავით წერეთელი, კონსტანტინე გრძელიშვილი, ვასილ  შუხაევი, კორნელი სანაძე, უჩა ჯაფარიძე, აპოლონ ქუთათელაძე.

მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო - "დაგვიანებული მგზავრები" (ხელმძღვანელი: უ. ჯაფარიძე); 1957 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში, იყო ჯგუფური გამოფენების მონაწილე: საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მე-40 წლისთავადმი მიძღვნილი რესპუბლიკური გამოფენა; საქართველოს ეროვნული გალერეა (თბილისი, 1957 ); კავკასიის ხალხთა შიდამრეწველობის გამოფენა (1958); თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 1957 წელს კურსდამთავრებულთა ერთობლივი გამოფენა; საქართველოს სსრ ხელოვნების მუშაკთა სახლი; საქართველოს სსრ  მხატვართა კავშირი (თბილისი, 1988); პერსონალური გამოფენა შ. დადიანის სახ. საქართველოს ხელოვნების მუშაკთა სახლი (თბილისი, 1989). ირითადი ნამუშევრები: "ქალი წითელ სავარძელში", "ნარიყალას მიდამოები", MALLE TUDRE-ს პორტრეტი, "მარინას პორტრეტი", "რაჭა-ნიკორწმინდა", "ქალი ვიოლინოთი", "ძაღლი კერრი", "მეჩეთი ნარიყალასთან", "დიდი ცემი - წითელი ხიდი", "რაჭა-ჭიშკარი", "ყაყაჩოები", "ნატაშას პორტრეტი", "მეფე ერეკლე II-ის ფერისცვალების ეკლესია", "მუზა". 1957-1958 წლებში მუშაობდა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ეთნოგრაფიის განყოფილებაში მხატვრად, ასრულებდა სამეცნიერო თემებთან დაკავშირებულ მხატვრულ ტაბულებს; შესრულებული აქვს სერია - "კავკასიაში მცხოვრებ ხალხთა ტიპები" ( ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიული მუზეუმის ექსპოზიციისთვის, 1958); 1962-1963 წლებში მუშაობდა "ქართული ფილმის" მულტფილმების სტუდიაში მხატვარ-დეკორატორად: "ქორბუდა", "ნახევარწიწილა"; 1964-1967 წლებში მუშაობდა ტექნიკური ესთეტიკის საკავშირო სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის მსუბუქი მრეწველობისა და სუვენირების განყოფილებაში მხატვარ-ინსტრუქტორად; მისი ესკიზებით ქ. ცხაკაიას ხალიჩების ფაბრიკაში და თბილისის ბაგების ხალიჩების ფაბრიკაში იქსოვებოდა ხალიჩები და სუფრები შუა აზიის ქვეყნების დაკვეთით; 1974-1989 წლებში მუშაობდა პროფკავშირების კულტურის სასახლეში ხატვის პედაგოგად, ხატვა-ფერწერის წრის ხელმძღვანელად. მხატვარ თენგიზ სოსელიას მეუღლე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი

გააზიარე: