Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ წივწივაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ელექტრული ტრანსპორტის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1956 წელს. მუშაობა დაიწყო ჩელიაბინსკის ელექტროელმავალშემკეთებელ ქარხანაში ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1957-1959წწ. "საქმთავარენერგოს" ბჟუჟა ჰესის სარელეო დაცვისა და ავტომატიკის სამსახურის უფროსი; 1959-1962წწ. ასპირანტი; 1962-1966წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრული ტრანსპორტის კათედრის უფროსი ლაბორანტი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1966); 1966-1968წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრის ასისტენტი; 1970 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი; 1970-1981წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი. დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის საინჟინრო კადრების მომზადების საქმეში; შემდგომ წლებში იყო ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრის მდივანი და კათედრის გამგის მოადგილე; ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას რკინიგზის ტრანსპორტის ელექტრიფიკაციის სამეცნიერო მიმართულებით; 1980 წელს შეუერთდა კათედრაზე ფუნქციონირებად სამეცნიერო-კვლევით ჯგუფს და მუშაობდა მაგნიტურ-იმპულსური ტექნოლოგიური დანადგარების დამუშავებაზე. გამოქვეყნებული აქვს 52 სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.408 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |