The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ წივწივაძე

ნოდარ წივწივაძე
დაბადების თარიღი:1933
გარდაცვ. თარიღი:2000  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ელექტრული ტრანსპორტის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1956 წელს.

მუშაობა დაიწყო ჩელიაბინსკის ელექტროელმავალშემკეთებელ ქარხანაში ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1957-1959წწ. "საქმთავარენერგოს" ბჟუჟა ჰესის სარელეო დაცვისა და ავტომატიკის სამსახურის უფროსი; 1959-1962წწ. ასპირანტი; 1962-1966წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრული ტრანსპორტის კათედრის უფროსი ლაბორანტი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1966); 1966-1968წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრის ასისტენტი; 1970 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი; 1970-1981წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი. დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის საინჟინრო კადრების მომზადების საქმეში; შემდგომ წლებში იყო ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრის მდივანი და კათედრის გამგის მოადგილე; ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას რკინიგზის ტრანსპორტის ელექტრიფიკაციის სამეცნიერო მიმართულებით; 1980 წელს შეუერთდა კათედრაზე ფუნქციონირებად სამეცნიერო-კვლევით ჯგუფს და მუშაობდა მაგნიტურ-იმპულსური ტექნოლოგიური დანადგარების დამუშავებაზე. გამოქვეყნებული აქვს 52 სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.408

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: