შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანასტასია ორბელიანი-გაგარინა![]()
ბიოგრაფიაანასტასია (ტასო) ორბელიანი-გაგარინა იყო ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის ალექსანდრე ივანეს ძე გაგარინის (1801-1857) მეუღლე, რომელიც სასიკვდილოდ დაჭრა კონსტანტინე (მურზაყან) დადიშქელიანმა. დაქვრივებული ანასტასია დასახლდა ყირიმში, ქუჩუქ-ლამბათში (ამჟამად უტიოსი), ქმრის მამულში, სადაც სიკვდილის წინ, 1907 წელს, მისი თაოსნობითა და არქიტექტორ ნ. კრასნოვის პროექტით აშენდა ქუჩუქ-ლამბათის შესანიშნავი სასახლე. მანამდე კი, 1901 წელს, ანასტასია გაგარინამ ანჩისხატის იატაკი მოაგებინა მოზაიკით. ანასტასია და ალექსანდრე გაგარინები უშვილოდ გადაეგნენ. მანანა ორბელიანის ქალიშვილი. წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.142
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |