The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით არზანოვი

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:18??
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაამთავრა მოსკოვის ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტი.

1829 წელს ძმასთან, იაკობ არზანოვთან, ერთად მან ყიზლარში დააარსა კეთილშობილთა პანსიონი, ხოლო 1840-იან წლებში მათ უკვე თბილისში ჰქონდათ გახსნილი კეთილშობილთა პანსიონი, მანამდე კი, 1837 წელს, არზანოვებმა თბილისში პირველი კერძო სტამბა დააარსეს, ხოლო 1838 წელს ძმებმა არზანოვებმა თხოვნით მიმართეს ხელისუფლებას ქართულ და სომხურ ენებზე არაოფიციალური (კერძო) ჟურნალის გამოცემის ნებართვის შესახებ (თვეში ორი ნომრის პერიოდულობით). ქართული გამოცემის სახელწოდება უნდა ყოფილიყო "აღმოსავლეთის ფუტკარი" პეტერბურგში გამომავალი ჟურნალის, "ჩრდილოეთის ფუტკარი" ("Северная пчёла"), ანალოგიით. პროგრამა გამოცემისა საკმაოდ ფართო იყო და მას უნდა ჰქონოდა როგორც საინფორმაციო, ისე სალიტერატურო ნაწილები. საკუთარი სტამბა, არზანოვების განცხადებით, ჟურნალის შეუფერხებელი გამოცემის გარანტია იქნებოდა, თუმცა ხელისუფლებამა არზანოვების ეს წამოწყება სათავეშივე ჩაშალა. დავით და იაკობ არზანოვებმა მოსკოვში გამოსცეს წიგნი სომხეთის ისტორიაზე, მათვე შეადგინეს და თბილისში დაბეჭდეს სომხური ენის გრამატიკა. 1847-1849 წლებში დავით არზანოვი ისტორიას ასწავლიდა თბილისის გიმნაზიაში, ხოლო 1850-იან წლებში კავკასიის სასწავლო ოლქის საცენზურო კომიტეტში მსახურობდა ცენზორად, ამასთანავე, წევრი იყო "რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოებისა". "პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა ტფილისში" 1840 წელს თბილისში დიმიტრი ყიფიანის უშუალო ხელმძღვანელობით დაფუძნდა. ეს იყო პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა, რომელიც ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ინიციატივით დაარსდა. დამფუძნებელთა შორის იყვნენ: დიმიტრი ყიფიანი, ზაქარია ერისთავი, ზაქარია ფალავანდიშვილი, ვახტანგ ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი, ზაქარია ორბელიანი, კონსტანტინე დადიანი, ალექსანდრე ონიკაშვილი, ლევან მელიქიშვილი, ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი, თევდორე კოცებუ, ზნაჩკო იავორსკი, ნიკოლოზ ბეზაკი, კონსტანტინე ორლოვსკი, მიხეილ თუმანიშვილი, დიმიტრი ჯორჯაძე, დავით არზანოვი, სერგეი ვასილკოვსკი, დავით ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი და ივანე ორბელიანი. გამომცემელი.

წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.27-28; თბილისის მუზეუმების გაერთიანება: it-it.facebook.com


გააზიარე: